Home
Category
TV Live Menu
Loading data...

არსენი იაცენიუკი: უკრაინა ათ წელიწადში გაზის ექსპორტიორი ქვეყანა გახდება

566eb89ba8479
BM.GE
14.12.15 16:37
1299
"უკრაინა ათ წელიწადში გაზის ექსპორტიორი ქვეყანა გახდება და მას საზღვარგარეთ ბუნებრივი აირის ყიდვა აღარ დასჭირდება", - განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, არსენი იაცენიუკმა გააკეთა. თუმცა, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, იაცენიუკის განცხადება ხმამაღალია. „ამ დროისთვის მსოფლიო ბაზარზე უკრაინის, როგორც გაზის ექსპორტიორის, გამოჩენის სცენარი არარეალურია. მით უფრო, რომ იაცენიუკის პრემიერობის პერიოდში უკრაინაში გაზისა და ნავთობის წარმოება შემცირდა“, - განაცხადა უკრაინის ენერგეტიკული სტარტეგიის ფონდის თანათავმჯდომარემ, დმიტრი მარუნიჩმა.

როგორც უკრაინის პრემიერმა პარასკევს უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქვეყანამ რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების შესუსტება უკვე შეძლო. ამასთან, რუსეთი ბუნებრივი აირის ბაზარზე დიქტატორის პოზიციას აღარ იკავებს. მისივე თქმით, ამის მიღწევა ევროპიდან რევერსული გაზის მიღებით და ენერგორესურსების დივერსიფიკაციით მოხერხდა. ამასთან, იაცენუკის მოსაზრებით, ნავთობკომპანია "გაზპრომს" სურს, უკრაინამ რუსული ბუნებრივი აირის ყიდვა განაგრძოს, თუმცა ამისთვის მან მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანობა უნდა შეინარჩუნოს.