Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

არსენ იაცენუკი აბრეშუმის გზის სარკინიგზო ხაზის პროექტს კრიტიკულად აფასებს

56b198241be8f
BM.GE
03.02.16 10:01
1128
უკრაინის პრემიერ მინისტრი აბრეშუმის გზის სარკინიგზო ხაზის პროექტს კრიტიკულად აფასებს. არსენ იაცენუკი თვლის, რომ მატარებლის გადაადგილების დრო, რომელიც რუსეთის გვერდის ავლით ჩინეთში უნდა ჩავიდეს შესაძლებელია 10 დღით შემცირდეს. პირველი რეისი ორ კვირაზე მეტხანს გრძელდებოდა, მიზეზი ის იყო, რომ უკრაინამ ყაზახეთს გადასახადი არ გადაუხადა. ამავე დროს პრემიერი ამბობს, რომ ახალი გზა რუსეთის გავლით არსებულ სარკინიგზო ხაზთან შედარებით ძვირი უჯდება. "ახლა გადაზიდვების ფასი, ერთ კონტეინერზე დაახლოებით 5 500 დოლარია, - უნდა ვაღიაროთ, ეს შედარებით ძვირია, ვიდრე ტრადიციული გზა. მაგრამ თუ ჩვენ შევძლებთ შემადგენლობა სრულად დავტვირთოთ, გადაზიდვების ღირებულება შემცირდება", - ამბობს იაცენუკი.

პრემიერ-მინისტრმა არ გამორიცხა, რომ მატარებლის მარშუტი უკრაინა-ჩინეთი ლიტვამდეც ჩავიდეს, თუ პროექტის "ვიკინგთან" გაერთიანება მოხდება. პირველი მატარებელი უკრაინიდან 15 იანვარს გამოვიდა.