25.Jan.2016 12:49
Financial Sector, Exclusive

არჩილ იაკობაშვილი: ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია, რომ მიზანი ნულოვანი დეფიციტი იყოს

არჩილ იაკობაშვილი: ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია, რომ  მიზანი ნულოვანი დეფიციტი იყოს
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობაზე ერთ-ერთი კანდიდატი არჩილ იაკობაშვილია. იაკობაშვილის კანდიდატურა ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა წარადგინა.
 
- თქვენ 2007 წლიდან ეროვნულ ბანკში მუშაობთ, მათ შორის გიორგი ქადაგიძის გუნდში, ეს ერთ-ერთი შემფერხებელი ფაქტორი ხომ არ იქნება?

- გააჩნია გადაწყვეტილების მიმღებები აქცენტს რაზე გააკეთებენ.

- საკუთარი თავი წარმოგიდგენიათ თუ არა გიორგი ქადაგიძის მემკვიდრედ, არა მხოლოდ ეროვნული ბანკის საბჭოში, არამედ თუნდაც პრეზიდენტის პოსტზე?

- ეს არის, რაც ჟურნალისტებს გაინტერესებთ. მემგონი ამის გამო მიიღო აღნიშნულმა პროცესმა ასეთი რეზონანსური ხასიათი თქვენს მონა მორჩილთან, რომელიც ჯერ-ჯერობით მხოლოდ კანდიდატობის კანდიდატია და ამ შეკითხვის დასმა, როგორც მინიმუმ ნაადრევი არის, რადგან გიორგი ქადაგიძის მიერ, თავისი ვადის საკმაოდ ღირსეულად დასრულების შემდეგ, მინდა გითხრათ, რომ ეროვნული ბანკი უპატრონოდ ნამდვილად არ რჩება. ორი ვიცე-პრეზიდენტი ნადარაია და მესტვირიშვილი ყოველდღიურად ბანკში მუშაობენ. მეც მაინცდამაინც ვერ ვიტყვი, რომ გიორგი ქადაგიძის გუნდის წევრი ვარ, რადგან მე ბანკში მის მოსვლამდე ვმუშაობდი.

- გასულ კვირას ლარის კურსს ინტერვენციამ რატომ ვერ უშველა?

- რადგან ინტერვენცია მხოლოდ და მხოლოდ გამტარი ღონისძიება იყო. ინტერვენცია ამ ფუნდამენტურ მიზეზს ვერ წვდება, სტრუქტურულ პრობლემას სავალუტო ბაზარზე ვერ ჭრის. ინტერვენცია სავალუტო პრობლემას მხოლოდ გადაავადებს.

- როდესაც ფუნდამენტური პრობლემებია, რეზერვების ხარჯვას აზრი აქვს?

- მაგის გამო ვამბობ ზუსტად. მაინცდამაინც მომხრე არ ვარ.

- თუმცა, საბოლოო ჯამში გაყიდვას მაინც მხარს უჭერთ?

- მიზანშეწონილობა უნდა განისაზღვროს. ამ ეტაპზე ეს მოლოდინების გასანეიტრალებლად განხორციელდა. მომავალ კვირაში ვნახოთ. ნავთობის ფასმა ხუთშაბათ-პარასკევს მოიმატა და ამიტომაც, იმედი გვაქვს, რომ ამ ტალღის პირობებში კრიტიკული მაქსიმუმი 2.50-ის ზემოთ არ იქნება. ჩვენ ფისკალურ სისტემაში სტრუქტურული პრობლემები გვაქვს და აქ იმის ხაზგასმა, რომ წლიური დეფიციტი წლიურ ეროვნულ შემოსავალთან 3 პროცენტზე მეტი არ არის. მაასტრიხტის კრიტერიუმი დავაკმაყოფილეთო, ეს თვითკმაყოფილების გამომხატველია და მეტი აბსოლუტურად არაფერი. ჩვენი ქვეყნისათვის აუცილებელია, რომ მიზანი ნულოვანი დეფიციტი იყოს და პროფიციტს მივაღწიოთ.

ჩვენ იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ დამოუკიდებელი ზედამხედველი გვყავდეს. ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებზე რეფინანსირების სესხები გასცეს ისე, რომ მათ ვეღარ ზედამხედველობს, ამაში რისკები ჩნდება.

ყველაზე მთავარი პრიორიტეტული კომპონენტი მთავრობასა და ცენტრალურ ბანკს შორის სწორედ კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე ზრუნვა უნდა იყოს და ნებისმიერი საბჭოს წევრობის კანდიდატმა თავის პროგრამაში ეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად უნდა დაასახელოს. გამოვთქვამ ფრთხილ ოპტიმიზმს, რომ ის ინფრასტრუქტურა მართლაც შეიქმნება, რომელიც ელემენტარულად საჭიროა უცხოური კაპიტალის მისაღებად. როდესაც მეზობელი ქვეყნებიდან კაპიტალი გაედინება, ეს კაპიტალი ადგილს ეძებს და აქ მას შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა დახვდეს, რომ აქ ჩამოილექოს.

- რა არის საჭირო იმისთვის, რომ ეს კაპიტალი ზუსტად ჩვენთან დაილექოს და არა სხვაგან?

- შესაბამისი კანონმდებლობა, ბანკების ნაკლები დერეგულაცია, საინვესტიციო კომპანიები, ფინქციონირებადი ბირჟა და რაც მთავარია, ბიზნეს სუბიექტების მზად ყოფნა იმაზე, რომ ე.წ. გაყინული წილების მეურნეობაზე თქვან უარი და თავიანთი წილების ბაზრზე გასატანად უფრო მეტად იყვნენ მზად.



19.Aug.2019 16:17
264

TBC Group buys majority stake in Georgian E-commerce platform My.ge for GEL 19.5 million

More
14.Aug.2019 19:49
78

Natia Turnava - lari will strengthen, negative developments not expected

More
13.Aug.2019 18:22
135

TBC Bank Group PLC Announces Board Changes

More
13.Aug.2019 14:43
148

Bank of Georgia signs US$50 million Trade Finance Facility with Citi

More
13.Aug.2019 00:39
101

Nicholas Dominic Haag, has been appointed as Senior Independent Director of the TBC PLC Board

More
12.Aug.2019 19:38
138

Koba Gvenetadze was named among best Central Bankers 2019

More