16.Dec.2015 16:06
Economy

არჩილ გაჩეჩილაძე: საფონდი ბირჟის განვითარებისგან ეკონომიკაში ძირეულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ

არჩილ გაჩეჩილაძე: საფონდი ბირჟის განვითარებისგან ეკონომიკაში ძირეულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ
ინტერვიუ Galt & Taggart-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, არჩილ გაჩეჩილაძესთან.
 
-Galt&Taggart-ი Saxo Bank-ის ექსკლუზიური პარტნიორი გახდა და თქვენ ახლა ტრეიდერებისთვის ერთობლივ ონლაინ პლატფორმას მართავთ. აუცილებელია თუ არა საფონდო ბაზრის განვითარება საქართველოში და Saxo Bank-თან შექმნილი მსგავსი პლატფორმები ამ ნიშას თუ ავსებენ?

- ის, რომ საფონდო ბირჟა უნდა განვითარდეს, ეს ცხადია. საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ პატარაა და ამიტომ საფონდი ბირჟიდან ეკონომიკაში ძირეულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. მაგრამ ეს დამატებით წყაროს გააჩენს ქართული კომპანიებისთვის, რომ დაფინანსება მოიპოვონ. ასევე საინვესტიციო საშუალებას გააჩენს, ვისაც მარტო დეპოზიტებზე შეუძლია თანხის განთავსება. ამ კუთხით, უკვე პირველი ნაბიჯები გადადგმულია Galt&Taggart-ის მიერ 2015 წელს და 2016-ში ამის გააქტიურებას ვაპირებთ. რაც შეეხება Saxo Bank-თან თანამშრომლობას, ეს დღესდღეისობით ფანჯარაა დანარჩენ სამყაროში, რომელიც სხვა ფინანსური საშუალებების შეძენის საშუალებას იძლევა საკმაოდ მარტივად.

- ფასიან ქაღალდებზე საუბრობდნენ ზოგადად. თქვენ ხშირად ამბობთ, რომ ეს აუცილებლად საპენსიო რეფორმასთან ერთად უნდა გაკეთდეს. ასეთი მოსაზრებები ხშირად გვესმის, მაგრამ შეიძლება თუ არა დამოუკიდებლად საფონდო ბირჟის განვითარება და არის თუ არა ერთ-ერთი მიზეზი, რაზეც ანალიტიკოსები მუდმივად საუბრობენ, რომ სწორედ კომერციული ბანკების მფლობელობა იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც საფონდო ბირჟა აქამდე ვერ ვითარდებოდა?

- რა თქმა უნდა, საპენსიო ფონდის გარეშე საფონდო ბირჟა განვითარდება. მასშტაბების კუთხით, საპენსიო რეფორმის შემთხვევაში ბევრად მეტი იქნება, მაგრამ ისედაც არის შესაძლებელი. დღეს ეს საკითხი მომწიფებულია, განსაკუთრებით ობლიგაციების კუთხით და მგონია, რომ პოტენციალი არსებობს. 2015 წელს ჩვენ პირველი ობლიგაციების შეთავაზებები ინტენსიურად გავაკეთეთ და ვფიქრობთ, რომ ეს 2016 წელს კიდევ უფრო გაძლიერდება. ასე, რომ ამ კუთხით საკმაოდ დიდი ნაბიჯები გადაიდგა. რაც შეეხება თვითონ ბირჟის განვითარება-განუვითარებლობას, მას შემდეგ რაც ბირჟის მენეჯმენტი შეიცვალა ბევრი კარგი რამ გაკეთდა. 2016 წელს იგეგმება ტექნიკური გადაიარაღება. ბირჟა მზად იქნება იმისთვის, რომ მოთხოვნა-მიწოდებას მოემსახუროს.

- დღეს ძირითად გამოწვევად რას ხედავთ საქართველოში ფინანსური ბაზრის განვითარებისთვის?

- ეკონომიკის მცირე ზომას.

- ანუ ეკონომიკურ ზრდაში ხედავთ გამოსავალს?

- ეკონომიკური ზრდა ბევრი რამისთვის არის კარგი. რომ მკითხოთ განათლებაში რა პრობლემებს ხედავთო, გეტყოდით, რომ ეკონომიკური ზრდა რომ მეტი იყოს და მეტი თანხა რომ იყოს განათლებაზე დასახარჯი კარგი იქნებოდა, ანუ ეკონომიკური ზრდა ბევრ რამეს შველის. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური ზრდა პრიორიტეტი უნდა იყოს.

- დოლარიზაცია პრობლემაა?

- დოლარიზაცია საფონდო ბირჟის განვითარებისთვის არანაირი პრობლემა არ არის. ეს შეიძლება პრობლემატური საბანკო სისტემისთვის იყოს, რადგან მეტი რისკია. იმისთვის, რომ ეს შემცირდეს, საჭიროა სტაბილურობის გრძელვადიანი პერიოდი. ეს ხელოვნურად, ერთიანად ვერ მოხდება. სტაბილური ეკონომიკური ზრდა უნდა იყოს და ადამიანებს ფულის ლარში შენახვის სურვილი უნდა ჰქონდეთ.

- თქვენი მოლოდინი როგორია, ლარის კურსმა შეიძლება პრობლემები კიდევ შექმნას?

- საგარეო შოკებისგან დაცული არავინაა, თუმცა შიდა ეკონომიკური სიტუაციაა სტაბილურია. მგონია, რომ მეტი რისკი რეგიონს აქვს, თუ ნავთობის ფასი ვარდნას გააგრძელებს, მაშინ რუსეთსაც, აზერბაიჯანსაც და ყაზახეთსაც კიდევ ერთხელ მოუწევთ ვალუტების გადაფასება.



21.May.2019 16:18
50

Government Will Not Cover Commercial Risks of Anaklia Port - Tskitishvili

More
20.May.2019 11:22
100

Christine Lagarde - Harnessing Reforms to Boost Inclusive Growth, Full Speech

More
18.May.2019 00:28
96

Kutaisi bypass road to be modernized as 4-line highway

More
17.May.2019 00:19
91

Geostat Sets 164 GEL as the New Subsistence Minimum

More
16.May.2019 23:10
138

Ryanair Might Start Operating in Georgia in 2020

More
16.May.2019 10:14
127

The most modern Tunnel Boring Machines to be used in Nenskra Hydropower Plant Project

More