აპრილში ამერიკაში დამატებით 160,000 სამუშაო ადგილი შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ ამერიკაში სამუშაო ადგილების მატების ტემპი მცირდება: მარტში ამერიკაში 208,000 სამუშაო ადგილი შეიქმნა, თებერვალში კი 215,000, იანვარში აღნიშნული ციფრი 242,000 იყო.
უმუშევრობის დონე ქვეყანაში არ შემცირებულა და იგივე მაჩვენებელზე შენარჩუნდა, ხოლო საშუალო ანაზღაურება ამერიკაში საათში 2,5%-ით გაიზარდა.
აპრილში ამერიკაში ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი ბიზნესისა და ჯანდაცვის სექტორში შეიქმნა. კერძოდ ჯანდაცვის სექტორში დამატებით 44 000 სამუშაო ადგილი გაჩნდა.