Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Apple-მ Google Cloud-ის სერვისის გამოყენება დაიწყო

56ed08a40b114
BM.GE
19.03.16 12:05
1232
Apple-მ Google Cloud-ის სერვისის გამოყენება დაიწყო. Apple-ი ამ დროისთვის ასევე იყენებს Amazon.com-ის და Microsoft-ის სერვისებს. ამავე დროს, Apple საკუთარ დატა ცენტრს აშენებს, იმისთვის რომ უახლოეს წლებში სხვა კომპანიების მომსახურებაზე დამოკიდებულება დაასრულოს. გასული წლის თებერვალში, კომპანიამ განაცხადა, რომ ახალ ცენტრს არიზონაში, ირლანდიასა და დანიაში ააშენებს, რომელიც 3,9 მილიარდი დოლარი დაუჯდება.

Apple Google Cloud-ის მომსახურებაში 400-600 მილიონ დოლარს ხარჯავს. ამასთან როგორც გამოცემა CRN-ი წერს, გაურკვეველია დასახელებული რიცხვი, არის წლიური მომსახურების საფასური თუ ყოველთვიური გადასახადი Google Cloud-სთვის. CRN-ი მიუთითებს, რომ Apple-მ მნიშვნელოვნად შეამცირა დამოკიდებულება Amazon.com-ზე მას შემდეგ, რაც Google Cloud-სგან სერვისის გამოყენების შესაძლებლობაზე თანხმობა მიიღო.