Nikkei-ის ინფორმაციით, კორპორაცია Apple Inc-ი iPhone-ის წარმოების დაბალ მაჩვენებელს მეორე კვარტალშიც შეინარჩუნებს, რაც თავის მხრივ შემცირებულ გაყიდვებს უკავშირდება. გამოცემის ინფორმაციით, Apple-ი არ აპირებს ახალი მოდელების iPhone SE-ის წარმოებას ისე, რომ არსებული მოთხოვნა დააკმაყოფილოს.
Nikkei-მ იანვარშივე დაწერა, რომ პირველ კვარტალში Apple iPhone 6s-სა და iPhone 6s Plus-ის წარმოების 30%-ით შემცირებას გეგმავდა. გამოცემის ინფორმაციით, გაყიდვები ჩვეულ მაჩვენებელს აპრილ-ივლისის პერიოდში დაუბრუნდება.
სტატისტიკის მიხედვით, 2016 წელს მსოფლიოში სმარტფონების რეალიზაციის მაჩვენებელი, 10 %-მდე შემცირდება. გაყიდვების ასეთი ვარდნა ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.