Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Apple-ის ჭკვიანი საათების გაყიდვებმა iPhone-ის გაყიდვებს გადააჭარბა

571e224b5e185
BM.GE
25.04.16 17:52
1254
2015 წლის აპრილში, მას შემდეგ რაც ბაზარზე ჭკვიანი საათები გამოჩნდა, ორჯერ მეტი Apple Watch გაყიდა ვიდრე iPhone-ი მის სადებიუტო წელს, - ამის შესახებ The Wall Street Journal ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს.
 
Apple-ის SmartWatch-ის გაყიდვებმა სტარტი გასული წლის 24 აპრილს აიღო. კომპანია არ ამხელს გაყიდვების მოცულობას, მაგრამ ანალიტიკოსების შეფასებით ერთი წლის განმავლობაში მისმა მოცულობამ 12 მილიონს მიაღწია.

პირველ წელს დაახლოებით 6 მილიონი iPhone-ი გაიყიდა. IDC-ის გამოკვლევებით, SmartWatch-მა მთლიანად ბაზარზე არსებული გაყიდვების მოცულობის 61% შეადგინა. Apple Watch-ის გამოყენებისათვის მომხმარებელს iPhone 5 ან iPhone 6 ესაჭიროება. რაც შეეხება ფასს, მისი ღირებულება 349 დოლარიდან იწყება.