Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Apple-ი სმარტფონის დაცვის ახალ სისტემაზე მუშაობს

56d3e3f7a5134
BM.GE
29.02.16 10:21
1358
Apple-ი მუშაობს ახალი სმარტფონის შექმნაზე, რომლის დაცვის სიტემის გატეხვასაც თავად Apple-ი ვერ შეძლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, კომპანია მზად არის ახალი სისტემა მომდევნო თვეებში შექმნას.
 
კალიფორნიის სასამართლომ 16 თებერვალს ამერიკულ კორპორაცია Apple-ს დაავალდებულა შეცვალოს პროგრამული უზრუნველყოფა, რომლითაც iPhone 5c მოდელია აღჭურვილი, ისე რომ ფედერალურმა გამოძიებამ მისი პაროლის გახსნა შეძლოს. გადაწყვეტილების საფუძველი ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ტერორისტის ტელეფონიდან იფორმაციის მიღების შესაძლებლობა გახდა. საპასუხოდ ტიმ კუკმა განაცხადა რომ სასამართლოს გადაწყვეტილება საფრთხის ქვეშ აყენებდა კომპანიის კლიენტების უსაფრთხოებად.

"აშშ-ს ხელისუფლება ითხოვს Apple-სგან გატეხოს მოწყობილობა და დაარღვიოს ხელმისაწვდომობის დაცულობა, რომელიც ჩვენს კლიენტებს იცავს, მათ შორის ათეულობით მილიონ ამერიკის მოქალაქეს", - აღნიშნა კუკმა ღია წერილში. Apple-ს მხარდაჭერა გამოუცხადეს Facebook-მა, Twitter-მა, Microsoft-მა და Google-მ.