Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ახალი რესტორანი ფილადელფიაში “საქართველო”

BM.GE
28.11.22 00:42
145
აშშ-ში, კერძოს კი ფილადელფიაში კიდევ ერთი ქართული რესტორანი “საქართველო” გაიხსნა. მასში 300 000 აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. რესტორნის დამფუძნებელი იმედა ლონდარიძე აშშ-დან ფორბს კვირას უყვება, რომ რესტორნის წლიური ბრუნვა დაახლოებით 3 მლნ დოლარი იქნება. ორსართულიანი სივრცე პრემიალურ სეგმენტზეა გათვლილი. ახლა მცირედით იმ რესპონდეტზე გიამბობთ, ვინც ფორბს კვირის გუნდმა აღმოაჩინა. იმედა ლონდარიძე უკვე 16 წელია აშშ-ში პენსილვანიის შტატში, კერძოდ ფილადელფიაში ცხოვრობს და 2016 წლიდან სარესტორნე ბიზნესს ავითარებს. ამჟამად მის მფლობელობაშია ორი რესტორანი Georgian Bread Cuisine და Little Georgia, ახლა კი ამ სიას კიდევ ერთი რეატორანი “საქართველო” შეემატა.