Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ანა გოდაბრელიძე ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) კომისიის ვიცეპრეზიდენტად აირჩიეს

570f59a88437b
BM.GE
14.04.16 12:49
1398
აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის აკადემიის ხელმძღვანელი, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს ღვინის სკოლის დამფუძნებელ-დირექტორი და წინანდლის ღვინის სკოლის დირექტორი ანა გოდაბრელიძე 12 აპრილს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ერთ-ერთი კომისიის ვიცეპრეზიდენტად აირჩიეს.
 
ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამ დარგის ქართველი ექსპერტი ასეთ მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს.

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია 46 წევრ ქვეყანას და 12 დამკვირვებელ ორგანიზაციას აერთიანებს და ენოლოგიის, მევენახეობის, ეკონომიკასამართლის, მომხმარებლის დაცვისა და უვნებლობის მიმართულებით მუშაობს.

ანა გოდაბრელიძე ბორდოს მონტესკიეს სახელობის უნივერსიტეტის მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ ბურგუნდიასა და ბორდოში ღვინის კომპანიებსა და სამეცნიერო ინსტიტუტებში მუშაობდა. მას საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვს.