Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ამერიკელებსა და კანადელებს ევროკავშირში სამოგზაუროდ, შესაძლოა ვიზა დასჭირდეთ

5707fab83b9a9
BM.GE
08.04.16 22:33
1110
ამერიკის შეერთებული სტატების და კანადის მოქალაქეებს ევროკავშირში სამოგზაუროდ ან საქმიანი ვიზიტისას, შესაძლოა ვიზა დასჭირდეთ. CNN-ის ინფორმაციით, ევროკავშირი განიხილავს საკითხს, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეებს ვიზა, შესაძლოა მოკლევადიანი ვიზიტის შემთხვევაშიც დასჭირდეთ.
 
როგორც გამოცემა ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს აღნიშნულის მიზეზი შესაძლოა გახდეს ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეებს ამერიკაში და კანადაში სამოგზაუროდ ვიზის აღება კვლავ სჭირდებათ.

მაშინ, როდესაც ამერიკელებსა და კანადელებს ევროპაში მოგზაურობა პასპორტის მეშვეობით შეუძლიათ, პოლონეთის ხორვატიის, ბულგარეთის და რუმინეთის მოქალაქეებს ამ ქვეყნებში სამოგზაუროდ ვიზა სჭირდებათ.

„სრული სავიზო მხარდაჭერა ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნისთვის ჩვენი პრიორიტეტია“, - განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა.