ამერიკის შეერთებულ შტატებში ნავთობის მარაგი ერთი კვირის განმავლობაში 3,8 მილიონი ბარელით გაიზარდა, რაც ანალიტიკოსების ნავარაუდევზე მეტია. პროგნოზირებული ზრდა 3,75 მილიონი იყო, იტყობინება ამერიკის ნავთობის ინსტიტუტი. სავაჭრო ბენზინის მარაგი ამ დროისათვის 6,6 მილიონი ბარელია.
რაც შეეხება ნავთობის ფასებს, ბოლო ვაჭრობის შედეგად მსოფლიოში ნავთობის ფასი შემცირდა. BRENT-ის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 32,48 დოლარი გახდა, WTI-ის კი 29,68 დოლარი.