ამერიკაში გასულ თვეს დამატებით 215 000 სამუშაო ადგილი გაჩნდა. CNNMoney-ს ინფორმაციით, სამუშაო ადგილების მატების პარალელურად, ქვეყანაში არ იზრდება ხელფასები. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ამერიკის ეკონომიკაში დამატებით მილიონამდე სამუშაო ადგილი გაჩნდა, თუმცა წინა წელთან შედარებით ხელფასების მატებამ მხოლოდ 2,3 პროცენტი შეადგინა.
გამოცემა წერს, რომ მშენებლობისა და ჯანდაცვის სექტორებმა, დამატებით 37 000 სამუშაო ადგილი შექმნა. ხოლო საცალო გაყიდვების ბიზნესმა, 48 000.