აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა ბიუჯეტის პროექტს, რომელიც აშშ-დან ნავთობის ექსპორტზე აკრძლვას აუქმებს. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს გადასახადების შემსუბუქებას 680 მილიარდი დოლარით. "ბიბისის" ინფორმაციით, აშშ-დან ნავთობის ექსპორტზე ემბარგო 40 წლის განმავლობაში მოქმედებდა. ნავთობზე ემბარგოს გაუქმებას ითხოვდნენ "რესპუბლიკელები", რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამერიკული ნავთობის ექსპორტის განახლება ქვეყნის ეკონომიკას დამატებით თანხებს მოუტანს და ბიუჯეტის დაბალანსებას შეუწყობს ხელს.