25.Mar .2016 14:49

აირბალონიანი ავტომანქანების სავალდებულო ინსპექტირებამ 2017 წლამდე გადაიწია

views 921
Back

აირბალონიანი ავტომანქანების სავალდებულო ინსპექტირებამ 2017 წლამდე გადაიწია. დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რეგულაცია 1 აპრილის ნაცვლად, მომავალი წლიდან ამოქმედდება. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, კერძო სექტორმა სერვისცენტრების სათანადოდ აღჭურვა არ მოახდინა, რაც მისივე თქმით, მოსახლეობაში სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს. მინისტრმა განმარტა, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა დღეს მომზადებული არ არის, შესაბამისად რეგულაცია 1 იანვრამდე გადავადდა.
 
"რეგლამენტში შევიდა დამატებითი მოთხოვნები, გამკაცრდა მოთხოვნები შემდგომში ინსპექტირების ჩამატარებელი ორგანოების მიმართ. ისინი დავავალდებულეთ, რომ მათ ჰქონდეთ გარკვეული დანადგარები, ასევე გამკაცრდა მოთხოვნები დაშორებასთან დაკავშირებით იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ უბედური შემთხვევა.

იქნება გაწერილი გრაფიკი მანქანების წლოვანების მიხედვით. გარკვეული წლოვანების ავტომანქანებს მოუწევთ პირველ რიგში შემოწმების გავლა", - განაცხადა მინისტრმა.