Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

აგარა-ზემო ოსიაურის 7 კმ-იანი მონაკვეთი მაისის ბოლოს გაიხსნება

570f3bddddbba
BM.GE
14.04.16 10:37
1118
12 კილომეტრიანი - აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. აღნიშნული გზის 7 კმ-იან მონაკვეთზე კი ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობის დასრულება და ავტოტრანსპორტის მოძრაობის გახსნა მიმდინარე წლის მაისის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობა და ხელოვნური ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, სამშენებლო სამუშაოებს ქართული კომპანია Black Sea Group და ქუვეითური კომპანია Copri Construction Enterprises W.L.L აწარმოებენ. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 105 მლნ. ლარზე მეტია.

როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონე და შემცირდება მგზავრობის დრო.