Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ადვოკატი: 30 პროცენტიანი წილი შეიძინა არა გიორგი გაჩეჩილაძემ, არამედ ირაკლი რუხაძემ

56b8653888eff
BM.GE
08.02.16 13:49
1291
მაკა ასათიანის ადვოკატი, ტელეკომპანია "მაესტროში" წილების გასხვისების თაობაზე კონკურენციის სააგენტოს რეაგირებისკენ მოუწოდებს. როგორც გიორგი გვენეტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შპს "მაესტროს" 30 პროცენტიანი წილი, რეალურად არა გიორგი გაჩეჩილაძემ, არამედ ირაკლი რუხაძემ შეიძინა.
 
"გიორგი გაჩეჩილაძის მიერ, ირაკლი რუხაძის შესახებ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გათვალისწინებით, აშკარად მტკიცდება, რომ შპს სტუდია "მაესტროს" 30 პროცენტიანი წილი შეიძინა და კომპანიის დომინანტი პარტნიორი რეალურად გახდა არა გიორგი გაჩეჩილაძე, არამედ ირაკლი რუხაძე. სადავო არ არის ის ფაქტი, რომ რუხაძე პირდაპირ არის ტელეკომოანია "იმედთან" და მის მართვასთან დაკავშირებული. შესაბამისად, ადგილი აქვს კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევას. მოხდა ეკონომიკურ აგენტზე შპს "მაესტროზე" კონტროლის მოპოვება იმ პირის მიერ, რომელიც უკვე აკონტროლებს კონკურენტ ეკონომიკურ აგენტს ტელეკომპანია "იმედს".

ხსენებული კანონის მე-11 მუხლის თანახად, ეს ვითარება ფასდება, როგორც ორი ეკონომიკური სუბიექტის უკანონო კონცენტრაცია, რომელიც ნორმალურ კონკურანტულ გარემოსთან თავსებადი არ არის და ასევე, ამ გზით სამაუწყებლო სფეროში დომინირებული მდგომარეობის მოპოვების მცდელობას აქვს ადგილი. ამავე კანონის მე-18 მუხლის თანახმად, კონკურენციის სააგენტომ საკითხის მოკვლევა უნდა დაიწყოს, კონკურენტული ეფექტის შესახებ დასკვნა მოამზადოს და შესაბამისი შეფასებები და რეაგირება მოახდინოს.

ამ კუთხით, რეაგირებას ვთხოვთ საქართველოს კომუნიკაციების ერვნულ კომისიას. ზემოთ მითითებული ფაქტი სრულ საფუძველს იძლევა იმისას, რომ ბათილად იქნეს ცნობილი გარიგებები, რომლითაც ლევან ჩიკვაიძესა და გიროგი ებრალიძისაგან გიროგი გაჩეჩილაძემ შპს “სტუდია მაესტროს’’ წილები შეიძინა, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 56-ე მუხლების თანახმად, ეს გარიგებები, როგორც თვალთმაქცური, მართლსაწინააღმდეგო გარიგებები ისე უნდა შეფასდეს. ჩვენ შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ და კანონის შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ რომ "მაესტროს" "იმედის" ფილიალად გადაქცევა არ დავუშვათ. სწორედ ამიტომ ვეწინააღმდეგებოდით ჩვენ წილების გაყიდვას", - აღნიშნა მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ.