2012 წელს თეირანის წინააღმდეგ შემოღებული საერთაშორისო სანქციების ფარგლებში, დაახლოებით 30 ირანული ბანკი გაითიშა SWIFT-დან. ახლა კი, როდესაც სანქციები იხსნება, ბანკებს ეტაპობრივად ოპერაციების განახლების უფლება ეძლევათ.
"ბანკები დღეიდან SWIFT -ზე წვდომას იღებენ. ჩვენ ბანკებს დრო დასჭირდათ, რათა შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოემზადებინათ და დღეს მათ მუშაობის განახლება შეუძლიათ", - განაცხადა ირანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა მოჰსენ ჯალაპურმა.
ირანს მხოლოდ ის სანქციები ეხსნება, რომლებიც ბირთვულ პროგრამასთან იყო დაკავშირებული, ხოლო აშშ-ის მიერ ადრე დაწესებული შეზღუდვები ისევ ძალაში რჩება. სხვა ქვეყნების ბანკებისგან განსხვავებით, ამერიკულ ბანკებს კვლავ ეკრძალებათ ირანში საქმიანობა.