Home
Category
TV Live Menu
Loading data...

8 უფასო ონლაინ კურსი ჰარვარდის უნივერსიტეტისგან, რომლის გავლაც გაზაფხულზე შეგიძლიათ

56eef29e6a3e5
BM.GE
20.03.16 22:45
1794
ონლაინ სწავლება მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება. მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილი უნივერსიტეტის დიპლომის მოპოვება საქართველოს მოქალაქეებსაც, ქვეყნიდან და სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ. სწავლის მსურველებს ონლაინ უფასო კურსებს სთავაზობს ჰარვარდის უნივერსიტეტიც. მისი დასრულების შემდეგ სტუდენტს სერტიფიკატის მისაღებად უწევს თანხის გადახდა. თანხა სხვადასხვა კურსების შემთხვევაში განსხვავებულია. კურსების ლექტორები ჰარვარდის სხვადასხვა სკოლის პროფესორები არიან.
 
ლიდერობა - ონლაინ ლექციები მაისში იწყება და ის 6 კვირიან სწავლებას მოიცავს. ლექციები კვირაში 2-4 საათის განმავლობაში გაგრძელდება. სწავლების ენა ინგლისურია.
ჩინეთი: პოლიტიკური და ინტელექტუალური ფონდები - კურსი 1 მაისს იწყება და ის 6 კვირის განმავლობაში გრძელდება. ლექციები კვირაში 1,5-3,5 საათს მოიცავს. კურსის დამადასტურებელი სერტიფიკატის ღირებულება 90 დოლარია.

მონაცემთა ანალიზი სამყაროს შემსწავლელ მეცნიერებებში - კურსი 15 აპრილს იწყება. შესაბამისი სერტიფიკატის საფასული 50 დოლარია. ლექციები კვირაში 2-4 საათს მოიცავს და ის ჯამში 4 კვირის განმავლობაში გრძელდება.

ამერიკული ლიტერატურა - მოდერნიზმი - კურსი 8 კვირის განმავლობაში გრძელდება, ლექციები კი კვირაში 3-5 საათს მოიცავს. სერტიფიკატის მისაღებად გადასახადი 49 დოლარს შეადგენს. ლექციები ინგლისურ ენაზე ჩატარდება და ის ამერიკული მოდერნიზმის სოციალურ, კულტურულ და ისტორიულ ანალიზს მოიცავს. ლექციები 8 აპრილს იწყება.

ქრისტიანობა და წმინდა წერილები - კურსის ხანგრძლივობა 4 კვირაა, სწავლება კვირაში 3-5 საათს მოიცავს. სერტიფიკატის ღირებულება კი 50$-ია. ლექციები 5 აპრილს იწყება.

უჯრედული ბიოლოგია - ლექციები აღნიშნულ კურსზე 25 მაისს იწყება. მისი ხანგრძლივობა კი 4 კვირაა. ლექციები ინგლისურ ენაზე ჩატარდება.

ბუდიზმი - კურსი ბუდიზმის რაციონალური და აკადემიური მიდგომის გარდა, მსოფლიოს სხვა რელიგიების ანალიზსაც მოიცავს. 4 კვირიანი ლექციები 3 მაისს იწყება.

ჩინეთი და კომუნიზმი - 5 კვირიანი სალექციო კურსი 1 მაისს იწყება და ის კვირაში 1,5-3,5 საათს მოიცავს. ლექციები ინგლისრ ენაზე ჩატარდება, სერტიფიკატის ღირებულება კი 90 დოლარია.

კურსების შესახებ ინფორმაციის მიღება ვრცლად შეგიძლიათ ბმულზე

ყარო: edx.org