Home
Category
TV Live Menu
Loading data...

60-ზე მეტი სოფლის გაზიფიცირებისთვის, ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყოფა

56ce9c448bf8c
BM.GE
25.02.16 10:15
1267
21 მუნიციპალიტეტში 60-ზე მეტი სოფლის გაზიფიცირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყოფა, – აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ ისაუბრა.
 
პრემიერის განმარტებით, სულ მალე 8000-მდე აბონენტი ბუნებრივ აირს მიიღებს.

"საქმე ეხება, ისეთ სოფლებს, როგორებიცაა ცაიში, გელათი, მოწამეთა, ომალო, აბასთუმანი... ეს არის ისტორიული მნიშვნელობის პროექტები, დაახლოებით 8000-მდე აბონენტს ექნება ბუნებრივი აირი", – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტი ასევე განიხილავს სამ პროექტს – პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინანსდება თხილის გადამამუშავებელი საწარმო, ჩაის საწარმო და რძის გადამამუშავებელი კომბინატი.