Home
Category
TV Live Menu
Loading data...

5 გზა იმისთვის, რომ თქვენი სტარტაპი მსხვილი კომპანიის პარტნიორი გახდეს

56c5db464c071
ვიქტორია საკუროვა
18.02.16 22:03
1401
სტარტაპების რაოდენობა ყოველდღე იზრდება. დამწყები მეწარმეებისთვის ასეთი ზრდა კონკურენციის გაძლიერების მანიშნებელია. ახალი ბზინესის განვითარებისთვის საჭიროა მსხვილ კომპანიებთან პარტნიორობა, რაც გაგიადვილებთ გზას წარმატებისკენ და მოგცემთ გარანტიას იმისას, რომ ზრდისთვის საჭირო გარემო მაქსიმალურად სტაბილური იქნება.
 
ქვემოთ მოცემულია რჩევები იმისთვის თუ როგორ უნდა მიიპყროთ მსგავსი, ეკონომიკურად ძლიერი, წარმატებული კომპანიის ყურადღება და გახდეთ მისი პარტნიორი.

PathSource-მა (წარმატებული სტარტაპი, რომელიც საქმეს უადვილებს რეკრეტერებსა და სამსახურის მაძიებლებს) იმ პერიოდში, როდესაც იდეის სტადიაზე იმყოფებოდა, გააფორმა პარტნიორობის ხელშეკრულება GED Testing Service-თან (დაკავებულია ტესტირებით აშშ-ს საჯარო სკოლებში). შედეგად, ორივემ სარგებელი ნახა, რამაც მათი მიზნები რეალობად აქცია. ამ კომპანიებისა და სხვა მსხვილი ბიზნეს-იდეების ისტორიის გათვალისწინებით, გთავაზობთ ხუთ ნაბიჯს იმისთვის, რომ თქვენი სტარტაპი კარგი პარტნიორის მოძიების შემთვევაში, წარმატებულად იქცეს.

1. დაფიქრდით, რას ელით პარტნიორობისგან

პარტნიორობის შექმნა მხოლოდ თანამშრომლობის მიზნით, უშედეგო და დროის უაზროდ ხარჯვაა. შესაბამისად, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ დაფიქრდით, რამდენად საჭიროა ეს თქვენთვის, რა შედეგს ელით და რა როგორია ასეთ შემთხვევაში, წარმატების ალბათობა.

PathSource-ის დამფუძნებლებმა კარგად იცოდნენ, რომ ეძებდნენ კომპანიას, რომელიც მათ საკუთარი მიზნის მიღწევის საშუალებას მისცემდა, ანუ კარიერული გადაწყვეტილებების გაზიარება მათთვის, ვინც ამას საჭიროებდა. ამ სტარტაპის სურვილი იყო შეეცვალათ ადამიანების ცხოვრება. შესაბამისად, პოტენციურ პარტნიორ კომპანიასაც ასეთი მიზნები უნდა ჰქონოდა.

სანამ "კარიერული თანამშრობლის“ ძიებას დაიწყებთ, დაფიქრდით შემდეგ საკითხებზე: რას გააკეთებდა უკეთესად თქვენი სტარტაპი? სუსტია თუ არა დისტრიბუცია? საჭიროებს თუ არა პროდუქტი დიზაინის დამუშავებას? რა მოსალოდნელი რისკები შეიძლება მოყვეს იდეის განხორციელებას?

მას შემდეგ, რაც გაიაზრეთ რა სახის დახმარება სჭირდება თქვენს სტარტაპს, უნდა დაიწყოთ შესაბამისი პარტნიორის ძიება.

2. საჭიროა იცოდეთ რა სარგებელს მიიღებს თქვენთან პარტნიორობით თანამშრომელი კომპანია

არ დაგავიწყდეთ, რომ მსგავსი სახის ხელშეკრულება არაა მომგებიანი მხოლოდ თქვენთვის. შესაბამისად, უნდა იცოდეთ რა უნდა შესთავაზოთ პოტენციურ პარტნიორს, რათა დააინტერესოთ ის. თუ კი კომპანია თანახმაა თანამშრობლობაზე ეს იმის ნიშანია, რომ თქვენც მისთვის სარგებელი მოგაქვთ და მომსახურებისა თუ პროდუქტის ბარტერმა წარმატებით ჩაიარა.

დიდი ალბათობით, სტარტაპის იდეა წარმოშვა პრობლემამ, რომელსაც გადაწყვეტა თქვენ უპოვეთ. თუ საქმეში შემოდის სხვა ორგანიზაცია, უნდა ეცადოთ რომ თქვენმა რჩევამ გადაჭრას მისი სირთულეები, რაც გაზრდის წარმატებული თანამშრომლობის შესაძლებლობას.

არ უნდა იფიქროთ იმაზე, რომ მსხვილ კომპანიას არ აქვს არანირი პრობლემა და არ საჭიროებს სხვის დახმარებას, პირიქით, დრო იცვლება და საჭიროა ყველაფრის განახლება: იდეების, მუშაობის ტიპის, ახალ გარემოსთან ადაპტაციიის და სხვა. ზუსტად თქვენი სტარტაპი უნდა იქცეს გარანტად იმისა, რომ პარტნიორი კომპანიის პრობლემა ადვილად მოგვარდება და ის, ახალი თანამშრომლის გვერდით ბევრად წარმატებული გახდება.

3. მოიძიეთ შესაძლო კავშირი თქვენსა და პოტენციურ პარტნიორს შორის

მომავალი პარტნიორის გაცნობა რთული და განგრძობითი საკითხია, შესაბამისად, უმჯობესი იქნება მას უფრო ადრე იცნობდეთ, მაგრამ თუ ეს ასე არაა? ნიშნავს თუ არა მსგავსი ფაქტი იმას, რომ თანამშრობლობა ვერ შედგება? რა თქმა უნდა, არა, ეს აბსურდია, ასეთი შიშით შეპყრობილი ადამიანი და მისი სტარტაპი წინ ვერ წავა.

გაარკვიეთ, გყავთ თუ არა საერთო ნაცნობები, რადგან თუ თქვენ მას წარგიდგენთ პირი, რომელიც მეგობარია ორივესთვის, ეს თანამშრობლობა შედგება მეტად მალე, ვიდრე მოსალოდნელი იყო. როგორც კი გადადგამთ თავდაპირველ ნაბიჯს და დაიწყებთ პარტნიორობას, დააკვირდით ყოველ დეტალს, რომელიც გიჩვენებთ თუ როგორი შეიძლება იყოს მასთან გუნდში მუშაობა. როდესაც ორივე განსაზღვრავს ამ თანამშრომლობის მოსალოდნელ შედეგებს და გააანალიზებს სიტუაციას, დარწმუნდება ამ გადაწყვეტილების სისწორეში, შეგიძლიათ წარმატებით აკეთოთ ბიზნესი ერთად - ჩათვალეთ ქვაკუთხედის სტადიამ დადებითად ჩაიარა.

4. დარწმუნდით, რომ საერთო მიზნები გაქვთ

ზემოთ ხსენებული ორი კომპანიის მაგალითზე ადვილია საერთო მიზნების საჭიროების დანახვა. GED Testing Service-ი საჭიროებდა გაფართოებას და მუშაობდა იმაზე, რომ შეექმნა ერთგვარი ხიდი ტესტირების გამვლელებსა და დამსაქმებელს შორის, რაც მას დამატებით შემოსავალს, ხოლო სტუდენტებს ახალ შესაძლებლობას მისცემს.

კარიერის არჩევა არცთუ ისე მარტივია. ეკონომისტი, ნილ ხიუ, ამტკიცებს, რომ ახალგაზრდების მხოლოდ 5% აკეთებს სწორ კარიერულ არჩევანს, ეს კი დიდი მინუსია, რომელიც გამოწვეულია პროფესიების შესახებ ხარისხიანი ინფორმაციის ნაკლებობით, ფაქტია, რომ მისი მიღების შედეგად ეს პროცენტული მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზრდება.

ამავდროულად, PathSource-ი მიისწრაფოდა საკუთარი პროდუქტის მომხმარებლების ზრდისკენ. შესაბამისად, ამ ორმა კომპანიამ სარგებელი ნახა პარტნიორობით, რადგან ერთობლივად ინდივიადუალური მიზნების მიღწევა შეძლეს. გულახდილობა და ნდობა - წარმატებული პარტნიორობის საწინდარია. არ დაგავიწყდეთ ვალდებულებების სწორი განაწილება.

5. იქონიეთ მოთმინების უნარი

სამწუხაროა, მაგრამ რაც უფრო დიდია კომპანია, მით უფრო ხანგრძლივია პარტნიორობის პროცესი, რადგან ასეთი ორგანიზაციების სტრუქტურა უამრავი დანაყოფისგან შედგება, შესაბამისად ყოველ ნაბიჯის გავლას მეტი დრო სჭირდება. მთავარია მზად იყოთ ლოდინისთვის, რადგან მსხვილი კომპანიები, ამ საკითში სტარტაპებისგან განსხვავდებიან.

რა თქმა უნდა, მოლოდინი უსიამოვნოა, მაგრამ უნდა ხვდებიდეთ, რომ მათი (მსხვილი კომპანიების) თვალსაზრისით, საქმის დაჩქარება გამაღიზიანებელია.

წინასწარ შეთანხმდით დროსა და ურთიერთობის საშუალებებზე, რომლებიც ორივე მხარისთვის კომფორტული იქნება. თუმცა, მსხვილ კომპანიასთან პარტნიორობა ყოველთვის არაა კარგი სტარტაპისთვის. რადგან ის მოითხოვს ბევრ ენერგიასა და მოთმინებას, მიუხედავად ამისა ასეთი თანამშრომლობა შეიძლება იყოს მომგებიანი, თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ.
IHUB Tbilisi