Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

თიბისის მონაწილეობა ინფრასტრქტურულ პროექტებში

BM.GE
19.10.22 10:14
160
2 წლიანი პაუზის შემდეგ “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ” წევრი კომპანიებისთვის შეხვედრა გამართა. ღონისძიების ფარგლებში, ასოციაციის ახალი წევრი კომპანიების პრეზენტაციაც გაიმართა, ასევე საუბარი შეეხო დარგში არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებსაც. ღონისძიება ლოპოტაზე გაიმართა, რომელსაც პარტნიორი საფინანსო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. კომპანია თიბისიში აცხადებენ, რომ პარტნიორობის ფარგლებში მათი მხარდაჭერით 570 კმ გზა, 52 კმ-ის გვირაბი და 42 კმ-ის ხიდი აშენდა. ბანკი ფინანსური რესურსების მიწოდება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დარგისთვის მომავალშიც გააგრძელებს.