27.Jan .2016 13:04

2016 წელს ჩინეთიდან კაპიტალის გადინებამ, შესაძლოა 500 მილიარდ დოლარს მიაღწიოს

views 866
Back

Bloomberg-ი PMorgan Chase-ის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ 2016 წელს ჩინეთიდან კაპიტალის გადინებამ, შესაძლოა 500 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. "მაშინ როდესაც ჩინეთის ცენტრალური ბანკი ცდილობს გააკონტროლოს იუანის დევალვაცია, ნომინალური ვალუტის მფლობელები ცდილობენ ეროვნული ვალუტისგან გათავისუფლდნენ რათა დანაკარგებს თავი აარიდონ", - ციტირებს გამოცემა. გასულ წელს, ქვეყნის კაპიტალზე დარტყმა 650 მილიადრი ამერიკული დოლარი იყო. ჩინეთში სავალუტო რეზერვები 2015 წელს 1992 წლის მონაცემებამდე დავიდა და 3,33 ტრილიონიდან 513 მილიარდ დოლარამდე დავიდა. Bloomberg-ის ინფორმაციით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კაპიტალზე დარტყმა 2015 წელს 7-ჯერ გაიზარდა, - დაახლოვებით 1 ტრილიონ დოლარამდე.