Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

2015 წლის სამ კვარტალში აჭარაში ინვესტიციები 26 პროცენტით შემცირდა

5699f73e09a25
BM.GE
16.01.16 11:51
1121
წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის პირველ სამ კვარტალში, საქართველოში 1019.0 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა.

აღნიშნულ პერიოდში, საქართველოში ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები არიან აზერბაიჯანი (38.5%), ნიდერლანდები (14.2%) და თურქეთი (10.8%). პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 56.1% ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორზე მოდის, ხოლო ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი კვლავ თბილისია (78.0%).
2015 წლის პირველ სამ კვარტალში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 17.3%-ით არის შემცირებული 2014 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. აღნიშნული მაჩვენებლის კლება ფიქსირდება პირველ და მესამე კვარტლებში (-43.4%; -32.6%), ხოლო მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი (80.8%).

2015 წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით, უმსხვილეს ინვესტორთა ხუთეულს ქვეყნების მიხედვით წარმოადგენს: აზერბაიჯანი (38.5%; 392.0 მლნ. აშშ დოლარი), ნიდერლანდები (14.2%; 144.7 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (10.8%; 110.4 მლნ. აშშ დოლარი), გაერთიანებული სამეფო (8.4%; 85.7 მლნ. აშშ დოლარი) და ლუქსემბურგი (6.1%; 62.3 მლნ. აშშ დოლარი). აღნიშნული სტრუქტურა განსხვავდება 2014 წლის შესაბამისი პერიოდის სტრუქტურისგან. 2014 წელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების თვალსაზრისით, ხუთეულში შედიოდა ჩინეთი (14.1%, 174.2 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (13.3%, 164.1 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო არ შედიოდა თურქეთი და გაერთიანებული სამეფო.

ამ პერიოდში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა აზერბაიჯანიდან (55.3%), თურქეთიდან (64.8%) და გაერთიანებული სამეფოდან (96.3%) გაზრდილია, ხოლო ნიდერლანდებიდან (-49.0%) და ლუქსემბურგიდან (-28.5%) შემცირებული, 2014 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის მესამე კვარტალში, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესიტიების ყველაზე დიდი რაოდენობა (172.7 მლნ. აშშ დოლარი და 55.4 მლნ. აშშ დოლარი შესაბამისად) დაფიქსირდა.

2015 წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 78.0% თბილისზე მოდის, აღნიშნული წილი, 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, 5.7% პუნქტით არის გაზრდილი, თუმცა თბილისში განხორცილებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჯამური მოცულობა 10.8%-ით არის შემცირებული.

2015 წლის პირველ სამ კვარტალში, თბილისის შემდეგ, ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი რეგიონებია სამეგრელო-ზემო სვანეთი და გურია (7.4%), აჭარა (7.3%) და ქვემო ქართლი (4.4%). მათ შორის, წინა წლის სამ კვარტალთან შედარებით, ინვესტიციების მოცულობა გაზრდილია სამეგრელო-ზემო სვანეთსა და გურიაში (11.4%) და ქვემო ქართლში (2.4%), ხოლო აჭარაში შემცირებულია (-26.3%).

PMCG