Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

2008 წლის შემდეგ პირველად, მსოფლიოში მდიდარი ადამიანების რიცხვი შემცირდა

56d81b8a0e932
BM.GE
03.03.16 15:08
1212
2008 წლის შემდეგ პირველად, მსოფლიოში მდიდარი ადამიანების რიცხვი შემცირდა. კერძოდ, იმ პირების რიცხვი ვისი ქონებაც 30 მილიონ დოლარს აღემატება, გასულ წელს 3 პროცენტით შემცირდა და 187 000 შეადგინა. კომპანია Knight Frank-ის ინფორმაციით, ბევრმა მათგანმა კრახი საფონდო ბირჟების ინდექსის შემცირების გამო განიცადა, ასევე მდიდარი ადამიანების შემცირებაზე გავლენა იქონია ნავთობის ფასებმაც.
 
ბრაზილიაში მდიდარი ადამიანების რიცხვი 12 პროცენტით შემცირდა, რუსეთში 5 პროცენტით, ამერიკის შეერთებულ შტატებში 2 პროცენტით, ჩინეთში კი 1 პროცენტით.

ევროპაში დღეს, 46 000 პირი ფიქსირდება, ვისი ქონებაც 30 მილიონს აჭარბებს, აზიაში 41 000, ჩრდილოეთ ამერიკაში კი 69 000. კომპანიის პროგნოზის მიხედვით, აზია უახლოეს პერიოდში, ევროპას ადგილს წაართმევს და მეორე პოზიციაზე გადაინაცვლებს.

მომდევნო 10 წლის განმავლობაში, Knight Frank-ი მსოფლიოში მდიდარი ადამიანების რიცხვის მატებას პროგნოზირებს.