Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

200-მდე სახელმწიფო სერვისის ერთ სივრცეში მისაღებად ორთაჭალაში ახალი ობიექტი აშენდება

57079c3f2c399
დავით ჯალაღონია
08.04.16 15:53
1054
200-მდე სახელმწიფო სერვისის ერთ სივრცეში მისაღებად ორთაჭალაში ახალი ობიექტი აშენდება. როგორც ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, მთავრობამ სახელმწიფო წილობრივ კომპანიას - აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით პროექტის მომზადება დაავალა, რომლის საფუძველზეც მშენებლობა დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება.

"ის განთავსდება ორთაჭალის ავტოსადგურის გვერდზე არსებულ ტერიტორიაზე. შესაბამისად, წლის ბოლომდე გვინდა, რომ იქ გვქონდეს 3-4 სართულიანი შენობა, სადაც პირველ რიგში, იქნება ერთიანი სერვისცენტრის ფართი და შემდგომ უკვე რაღაც პერიოდი განთავსდება ეკონომიკის სამინისტროც. თქვენ იცით, რომ ნაქირავები გვაქვს და შემდგომ უკვე ეკონომიკის სამინისტროზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, გადავა თუ არ გადავა სამინისტრო და მთლიანად დაუთმობს თუ არა სერვისცენტრს აღნიშნულ ფართს. ეს მიმდინარე პროცესია და შესაბამისად, ახლა დიზანის ეტაპზე გადავდივართ", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

სხვა დეტალების შესახებ მთავრობა საზოგადოებას ინფორმაციას პრეზენტაციის სახით ახლო მომავალში მიაწვდის.
 
"ძალიან აქტიურ ფაზაში ვართ, ამისთვის 2 მენეჯერი გვაქვს აყვანილი, რომელიც მხოლოდ ამ მიმართულებაზე მუშაობენ და ალბათ, რაღაც პერიოდის შემდეგ დეტალურ პრეზენტაციას გავმართავთ", - განაცხადა ქუმსიშვილმა.