20.Feb.2016 20:52
Business

20 წლის დურგალი ზუგდიდიდან საკუთარი საიუველირო მაღაზიის გახსნას გეგმავს (ფოტო)

20 წლის დურგალი ზუგდიდიდან საკუთარი საიუველირო მაღაზიის გახსნას გეგმავს (ფოტო)
20 წლის ნემო ჯალაღონიას უკვე სამი თვეა, ზუგდიდში საკუთარი ხის გადამამუშავებელი მცირე ზომის საწარმო აქვს, სადაც ის სურათების ჩარჩოებს, სხვადასხვა საოფისე და საოჯახო ნივთებს, პლანშეტებისა და ტელეფონებისთვის განკუთვნილ დამჭერებს ამზადებს, სამომავლოდ კი საფუტკრეების დამზადებას გეგმავს.
 
"ხეზე 16 წლიდან ვმუშაობ, მამაჩემი დურგალია და საქმიანობაც მან შემასწავლა. დროთა განმავლობაში, ინდივიდუალურად მუშაობის სურვილი გამიჩნდა. რამოდენიმე თვის წინ, მეგობარმა მირჩია, რომ დაფინანსების მოსაპოვებლად ანკეტა შემევსო. "აწარმოე საქართველოში" პროექტის ფარგლებში, მოპოვებული გრანტით, ხის საჭრელი და გადამამუშავებელი დანადგარი შევიძინე.

ჯერ-ჯერობით მხოლოდ კერძო შეკვეთებზე ვმუშაობ და გაყიდვებით კმაყოფილი ვარ, თუმცა სამომავლოდ მსურს ჩემს ქალაქში, საიუველირო, საჩუქრების მაღაზია გავხსნა“, - ამბობს ნემო ჯალაღონია "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას. მისი თქმით, საქმეში წარმატების მისაღწევად, ისეთი სფეროს არჩევაა საჭირო, რომელიც ერთდროულად მომგებიანიც იქნება და საყვარელიც.

"საქმის კეთებისას პირველ რიგში მონდომება და შრომაა საჭირო. ისეთი სფეროს მოძებნაა საჭირო, რომელიც ერთდროულად საყვარელიც იქნება და შემოსავლის მომტანიც.

საქართველოში ახალგაზრდებს საკუთარი საქმის დაწყებისას ორი რამ აბრკოლებთ, - პირველ რიგში სიზარმაცე და მეორე რიგში პრესტიჟული საქმიანობის ძიება. ფიზიკურად მუშაობა ჩვენთან, სამწუხაროდ პრესტიჟული არ არის და ამიტომ ყველა ეძებს განსხვავებულ სამსახურს. კაბინეტში ჯდომა ბევრისთვის უფრო სასურველია, ვიდრე ჩემსავით სახელოსნოში მუშაობა".

გაყიდვების ზრდის შემდეგ, ახალგაზრდა მეწარმეს 3D აპარატის შეძენა სურს, რომლითაც ნამუშევრების გრავირებას გააკეთებს.



08.Apr.2019 17:15
159

The World Bank Lowers Forecast of Georgia's Economic Growth to 4.6%

More
04.Feb.2019 22:48
335

Russian communications giant VEON appoints Alex Kazbegi as Chief Strategy Officer

More
03.Feb.2019 19:03
569

Qatari marine company Milaha to launch container shipments in Black Sea, Poti

More
01.Feb.2019 16:33
510

Adjara Group plans to open a Rooms hotel in New York

More
25.Jan.2019 21:49
258

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More
25.Jan.2019 21:49
333

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More