Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

19 და 20 წლის ნორვეგიელი დები მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები გახდნენ

56d6ebba20742
BM.GE
02.03.16 17:31
2667
მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი 19 წლის ნორვეგიელი ალექსანდრა ანდრესენია. "ფორბსის" რეიტინგის მიხედვით, მისი ქონება 1,2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. 2007 წელს, ალექსანდრას სახელზე მისმა მამამ საკუთარი კომპანიის აქტივების 42 პროცენტი გადააფორმა, ასევე 42 პროცენტი მან თავის მეორე ქალიშვილზე გადააფორმა, რომელიც ამ დროისთვის 20 წლისაა და მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერების სიაში მეორე ადგილს იკავებს, მისი ქონებაც ასევე 1,2 მილიარდ დოლარს შეადგენს.
 
ალექსანდრა ანდრესენი ფორბსის მილიარდერების სიაში პირველად მოხვდა, რადგან ნორვეგიის მთავრობა პირის საგადასახადო დეკლარაციას 17 წლის ასაკის შემდეგ აქვეყნებს.