Home
Category
TV Live Menu
Loading data...

11 წლის გოგონას კომპანია უმსხვილეს სავაჭრო ქსელთან მილიონი დოლარის კონტრაქტს დებს

56fbbd2562749
BM.GE
30.03.16 15:45
1222
მიკაილა ულმერი მხოლოდ 11 წლისაა, მაგრამ ის უკვე წლებია მეფუტკრეობის ბიზნესში მოღვაწეობს. მისი კომპანია Me&The Bees დღეს ამერიკაში ლიმონათის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწარმოებელია. ლიმონათი მიკაილას ბებიის, 1940 წელს დაწერილი რეცეპტებით არის დამზადებული. მიკაილა გასულ წელს გადაცემა Shark Tank-ის გამარჯვებული გახდა, ახლა კი მისი პროდუქციით კომპანია Whole Food stores-ი დაინტერესდა, რაც იმას ნიშნავს რომ მისი პროდუქცია ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით, 55 მაღაზიაში გაიყიდება.
 
NBC-ის ინფორმაციით, მიკაილა 4 წლის იყო, როდესაც მას ორმა ფუტკარმა უკბინა, მას შემდეგ მან ფუტკრებზე ინფორმაციის მოძიება დაიწყო. საბოლოოდ კი გადაწყვიტა შეექმნა ლიმონათი, რომელშიც შაქარი თაფლით შეცვალა.

"მას შემდეგ რაც ფუტკრებმა დამკბინეს, ჩემს მშობლებს უნდოდათ, რომ მეტი გამეგო მათ შესახებ და შიში აღარ მქონოდა. ფუტკრები გასაოცარი არსებები არიან, თუმცა უამრავი მათგანი იღუპება. ამიტომ გადავწყვიე შემექმნა პროდუქტი, რომელიც მათ გადაარჩენდა".

ლიმონათების რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალს, მიკაილა მეფუტკრეობის გადარჩენის ორგანიზაციებს უგზავნის.

"როდესაც ლიმონათების გაკეთება დავიწყე, ჩემი მეგობრები სკეპტიკურად უყურებდნენ ჩემს წამოწყებას, ახლა კი მე მათ ვეხმარები საკუთარი ბიზნესის დაწყებაში", - ამბობს მიკაილა, რომელიც გარდა იმისა, რომ სკოლის მოსწავლე მეწარმეა, საკმაოდ კარგი სპიკერია და ამერიკის სხვადასხვა შტატში მეწარმეობაზე გამოსვლებიც აქვს. გასულ წელს მიკაილა თეთრ სახლსაც სტუმრობდა, სადაც ბარაკ ობამას ბავშვებისთვის მიღება ჰქონდა.