Home
Category
TV Live Menu
Loading data...

100 000-მდე კომპანიას და პირს, საგადასახადო დავალიანებები და ჯარიმები სრულად ჩამოეწერება

56bc540573b77
BM.GE
11.02.16 13:26
1333
"კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ ძირითადი საშუალებები იმპორტს, აღარ მოუწევთ დღგ-ს გადახდა საზღვარზე", - საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი", ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, ერთიან ჩარჩოში ექცევა საგადასახადო შემოწმებების პროცესიც. ასევე დაგეგმილია, ძველი დავალიანებების სრულად ჩამოწერაც.
 
"2011 წლამდე არსებული საგადასახადო დავალიანებები, ასევე 2013 წლამდე არსებული ჯარიმები და საურავები, იმ კომპანიებს, რომლებსაც ფაქტიურად არ უფიქსირდებათ აქტივობები, სრულად ჩამოეწერებათ. ჯამში ეს შეეხება 100 000-მდე კომპანიას და პირს, საუბარი 2 მილიარდ ლარზეა", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.