Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თედ ჯონასი: ბიძინა ივანიშვილმა თბილისში ყველა პროექტი იურიდიულ ჩარჩოებს მიღმა ააშენა

573053a6d913e
BM.GE
09.05.16 13:06
1093
"ყველაფერი რაც ააშენა ბატონმა ივანიშვილმა უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში, გაკეთდა იურიდიული პროცესების ჩარჩოებს გარეთ", - განცხადებას "ბიზნესკონტაქტის" ეთერში "დი-ელ-ეი პაიპერ ჯორჯიას" პარტნიორი თედ ჯონასი აკეთებს. მაგალითად მას ყოფილი პრემიერის ბიზნეს ცენტრი, „პანორამა თბილისის" პროექტი და 29 ჰექტარი მიწის შეძენა მოჰყავს.

"ჩემი ძირითადი ამოცანა არაა, რომ ივაინშვილი ვაკრიტიკო, ჩემი მიზანია, რომ კულტურული ძეგლები შენარჩუნდეს და ეკონომიკურად განითარდეს თბილისი", - განაცხადა თედ ჯონასმა.

მისივე თქმით, "პანორამა თბილისს" ეკონომიკური ეფექტი არ ექნება და უმჯობესი იქნებოდა თუ პროექტისთვის გათვალისწინებული სახსრები სხვა ინფრასტრუქტურას მოხმარდებოდა. მაგალითად თედ ჯონასს ქალაქის ქუჩების ინფრასტრუქტურის განვითარება და გამწვანება მოჰყავს.