Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

განვითარების კორპორაციის კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი KFW-მ ქართულ მხარეს გადაუგზავნა

56c5581440f04
BM.GE
18.02.16 09:33
1079
საქართველოს განვითარების კორპორაციის კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი KFW-მ ქართულ მხარეს გადაუგზავნა. საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის დავით საგანელიძის განცხადებით, ფონდის განვითარების კორპორაციად გარდაქმნის კანონპროექტი სავარაუდოდ აპრილის ბოლომდე დამტკიცდება. როგორც საგანელიძემ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, დოკუმენტი KFW-მ საქართველოს გასული კვირის ბოლოს მიაწოდა, რომელიც განსახილველად სამთავრობო უწყებებს და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს გადაეგზავნება. დავით საგანელიძის თქმით, განხილვების დასრულების შემდეგ, დაახლოებით ერთი თვის ვადაში კანონპროექტი დასამტკიცებლად საკანონმდებლო ორგანოში შევა და მისი მიღება სავარაუდოდ აპრილის ბოლომდე მოხდება.
 
"კანონპროექტის მიღებიდან ჩვენ ალბათ დაახლოებით 1-2 თვე დაგვჭირდება იმისთვის, რომ საქართველოს განვითარების კორპორაციამ მუშაობა დაიწყოს", - აცხადებს დავით საგანელიძე.

ქართულ მხარეს საპარტნიორო ფონდის საქართველოს განვითარების კორპორაციად გარდაქმნის კანონპროექტის შემუშავებაში გერმანიის განვითარების ბანკი ეხმარება. განვითარების კორპორაცია ეკონომიკის საჭიროებების მიხედვით მოახდენს ამა თუ იმ სექტორში ინვესტორებას, რაც კვლევებითაც იქნება გამყარებული.