Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ე.წ. ბენჩმარკ ბონდების რეგულარული ემისია იწყება

5a4c8db258a39
BM.GE
03.01.18 12:10
1164
ფინანსთა სამინისტრო 2018 წლიდან სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველად ბაზარზე ე.წ. ბენჩმარკ ბონდების რეგულარულ ემისიას იწყებს. 2018 წლის სახაზინო ვალდებულებების და ობლიგაციების ემისიის კალენდარის პროექტი შედგენილია 2, 5 და 10 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციების ბენჩმარკ ბონდებად გამოშვების გათვალისწინებით. აღნიშნული ინსტრუმენტი წარმოადგენს გამსხვილებულ ემისიებს წინასწარ ცნობილი პერიოდულობით და თანაბარი მოცულობებით.

"ბენჩმარკ ბონდები გაზრდის ინვესტორების დაინტერესებას საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების მიმართ და ხელს შეუწყობს ბაზრის განვითარებას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ფასიანი ქაღალდების ლიკვიდურობის ზრდას.

ბენჩმარკ ბონდი ზრდის პირველადი ბაზრის პროგნოზირებადობას, ემისიის გაზრდილი მოცულობა ხელს უწყობს მეორად ვაჭრობებს, მსხვილი საინვესტიციო ფონდების დაინტერესებას და წარმოადგენს ერთგვარ სანიშნეს კორპორატიული ბაზრის მონაწილეებისათვის. შესაბამისად იგი არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის. აღნიშნული ინსტრუმენტის შემოღება ასევე უზრუნველყოფს სტაბილური შემოსავლიანობის მრუდის (Yield Curve) შექმნას, თითოეულ ინვესტორს საკუთარი შეხედულება გააჩნია ფასიანი ქაღალდის შემოსავლიანობასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს საბაზრო ფასის და შემოსავლიანობის მრუდის (yield curve) დაახლოებას.

მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარების მისიის რეკომენდაციით და საქართველოს ეროვნულ ბანკთან კონსულტაციით, ჩვენი ბაზრის სიდიდის გათვალისწინებით თითოეული ვადიანობისთვის ბენჩმარკ ბონდის მოცულობა განისაზღვრა დაახლოებით 240 მლნ ლარით", - განმარტავენ ფინანსთა სამინისტროში.