Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბრიტანეთის დედოფლის ქონება 490 მილიონ დოლარად შეაფასეს

5718af5ee7ba0
BM.GE
21.04.16 14:44
1144
გამოცემა Sunday Times-მა დიდი ბრიტანეთის მონარქის ქონება 340 მილიონ ფუნტად შეაფასა, რაც დაახლოებით 490 მილიონი დოლარია. აღნიშნული ციფრით კი დედოფალი მიმდინარე წელს ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში პირველად ვერ მოხვდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ თანხა მხოლოდ დედოფლის პირად ქონებას მოიცავს და არა იმ შემოსავალს, რასაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ფლობს.
 
დედოფალი 1992 წლამდე გადასახადებს არ იხდიდა. 1993 წლიდან კი მისი პირადი შემოსავალიც დაიბეგრა, ისევე როგორც სხვა ბრიტანელების.