Home
Category
TV Live Menu
Loading data...

აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა საპროცენტო განაკვეთს, წელს სავარაუდოდ ორჯერ გაზრდის

5710d6106494a
BM.GE
15.04.16 15:50
1191
Reuters_ის ინფორმაციით, რომელიც სააგენტოს გამოკითხვას ეფუძნება, აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა წელს საპროცენტო განაკვეთებს 2-ჯერ გაზრდის. პირველი ზრდა ივნისშია მოსალოდნელი.
 
წინასწარი ინფორმაციით, შტატების ცენტრალური ბანკი სავარაუდოდ ცვლილებას აპრილის სხდომაზე არ განახორციელებს, თუმცა წინასწარი ვარაუდით ცვლილება მოხდება ივნისში 0,5-0,75%-მდე. განაკვეთის მომდევნო ზრდა წლის ბოლოს არის ნავარაუდევი 0,75-1% მდე. ამავე დროს, სააგენტოს მიერ გამოკითული ეკონომისტების 25%-ს სჯერა, რომ წელს ზრდა ერთხელ მოხდება.