მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიწის საკუთრების შესახებ კანონპროექტი

BM.GE
13.03.19 11:44
2459
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას განცხადებით, მიწის მორატურიუმმა სოფლის მეურნეობაში ინვესტიციები მნიშვნელოვნად შეაფერხა, რის გამოც ამ დარგში დაახლოებით 200 მილიონი ლარით ნაკლები შევიდა. ეს დროებითი იყო და ამ მოკლე ვადაში შედეგი, ანუ ზარალი ფაქტობრივად დათვლილია. პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებაზე შეზღუდვებს ითვალისწინებს. ახალი კონსტიტუციით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. ამასთან, გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით. ორგანული კანონი ჯერ მიღებული არ არის.

ამ აღიარების პარალელურად და ოთარ დანიალსვე ინიციატივით საქართველოს პარლამენტი სწორედ ორგანხული კანონისპროექტს განხილავს, რომელიც ერთი შეხედვით ბიზნესის რეომენდაციებს თითქოს ითვალისწინებს მაგრამ ელემენტარულად მოთხოვნილი ვადები რომ ბანკს რომლის მფლოებლებს შორისაც არაქართველები არიან მიწის გასხვისებისთვის 3 წლიანი ვადა მიეცეს გათვალისწინებული არ არის. რას მოიცავს ორგანული კანონის პროექტი, რომელიც უცხოელების მხრიდან მიწის ფლობის საკითხებს არეგულირებს?


სტუმრები: ნინო ზამბახიძე - საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, თავმჯდომარე;
ოთარ დანელია - საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე