მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტექნიკური მოდერნიზაცია და გარემოს დაცვითი ღონისძიებები

BM.GE
02.08.18 11:07
1153
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კომპანია RMG -ის წერილი გაუგზავნა, სადაც იმ ღონისძიებების გრაფიკია გაწერილი, რომელიც კომპანიამ უნდა შეასრულოს არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად, - ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჩვენს ეტერში განაცხადა. მისი თქმით, თუ კომპანია ამ ვალდებულებებს არ შეასრულებს, მას ოპერირების უფლება შეუწყდება.

RMG-იმ მძიმე ტექნიკის ავტოპარკი განაახლა. თანამედროვე ტიპის უახლესი კარიერული თვითმცლელები RMG-იმ, მსოფლიოში უმსხვილესი სატვირთო ავტომობილების მწარმოებელი კომანიის ოფიციალური წარმომადგენლის ავტოტექნოსგან შეიძინა, რაც იმას ნიშნასვ რომ უსაფრთხოების მოთხოვნიდან გამომდინარე მანქანები აღჭურვილია უსაფრთხოების დამატებითი ტექნოლოგიებით.

სტუმრები: ამირან ქართველიშვილი -"არემჯი", აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე;
კოტე ხაჭაპურიძე - "არემჯი", გარემოსდაცვითი მმართველი