13.მარტი.2018 16:51
საქმის კურსი

თბილისის მერია კომპანია "სითი პარკთან“ ხელშეკრულებას წყვეტს

10 აპრილიდან თბილისში სითი-პარკი აღარ იქნება. ეს გადაწყვეტილება დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მიიღო. მისი განმარტებით, ვიდრე თბილისს პარკირების ახალი ოპერატორი ეყოლება, ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია შეითავსებს. როგორც მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე აცხადებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარკირების წესების დარღვევისთვის მძღოლები არ დაჯარიმდებიან.
დედაქალაქის მთავრობაში განმარტავენ, რომ სითი-პარკთან ხელშეკრულების გაწყვეტის სანაცვლოდ თანხის გადახდა არ იგეგმება, თუმცა როგორც გახსოვთ, ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გამოსვლის ფასი დაახლოებით 25 მილიონი ლარია.