08.თებერვალი.2019 23:17
ანალიტიკა

სემეკი საოჯახო სასტუმროებს წყლის გადასახადის ორ ალტერნატივას სთავაზობს

სემეკი საოჯახო სასტუმროებს წყლის გადასახადის დარიცხვის ორ ალტერნატივას სთავაზობს. ორივე მეთოდს მარეგულირებელი კომისია მომხმარებლებსა და წყალმომარაგების კომპანიებს გააცნობს და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, რა პრინციპით გადაიხდიან წყლის გადასახადს მცირე სასტუმროები, თუ გაქირავებული ბინების მფლობელები. გადაწყვეტილება აპრილის ბოლოს გახდება ცნობილი.