12.თებერვალი.2019 11:34
საქმიანი დილა

საწარმოების მიერ მიყენებული ზარალი

გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტმა გასულ წელს ჯამში, ატმოსფერული ჰაერის დაცვის კანონმდებლობის დარღვევის 412 ფაქტი გამოავლინა, დაკისრებულმა საჯარიმო სანქციებმა კი 166 300 ლარი შეადგინა. 2018 წლის განმავლობაში ჰაერში დასაშვებ ზღვრულ ნორმაზე მეტი მავნე ნივთიერებების გაფრქვევისთვის, გასულ წელს 21 სამრეწველო ობიექტი დაჯარიმდა, მაშინ როცა 2017 წელს , ასეთი სულ 4 ობიექტი იყო.

გამოვლენილი დარღვევების რაოდენობა 2017 წელთან შედარებით, განახევრებულია , განახევრებულია დაკისრებული სანქციების მოცულობაც, თუმცა, ზარალი, რომელიც ამ დარღვევების შედეგად გარემოს მიადგა-გაზრდილია. კერძოდ, თუკი 2017 წელს დაჯარიმებულმა საწარმოებმა ჰაერის დაბინძურების შედეგად გარემოს 11 612 ლარის ზარალი მიაყენეს, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 4-ჯერაა გაზრდილი და 48 354 ლარი შეადგინა. რის საფუძველზე შეცვალა სტატისტიკა უარესობისკენ და გარდა დაჯარიმებისა, რა ბერკეტი აქვს სააგენტოს იმისთვის რომ მდგომარეობა არ გაუარესდეს?

სტუმარი: ნელი კორკოტაძე - გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი, თავმჯდომარის მოადგილე