მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სათამაშო ინდუსტრია რეგულაციების გამკაცრებაზე საკუთარ პრეტენზიებს ბიზნესომბუდსმენს უმხელს

BM.GE
23.01.18 17:20
1344
კაზინოების, ონლაინ კაზინოების და ტოტალიზატორების ინდუსტრია ბიზნესომბუდსმენის მხარდაჭერას ითხოვს. ამის შესახებ „საქმის კურსისთვის“ გახდა ცნობილი. საქმე იმაშია, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შედის ცვლილებები, რომლის თანახმად, 21 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს აზარტული თამაშები აეკრძალებათ და ასევე, შეიქმნება სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოთამაშეთა ერთიანი რეესტრი და თამაშზე დამოკიდებულ პირთა სია, რომლის ადმინისტრირებას შემოსავლების სამსახური განახორციელებს.