13.დეკემბერი.2018 11:49
საქმიანი დილა, საქმიანები

#საქმიანები - წინანდალი-დაბადებულია თავიდან

დაახლოვებით თვე ნახევრის წინ, ისტორიული წინანდლის მამულებში ახალი სიცოცხლე მსოფლიო ბრენდის სახელით დაიბადა და კარი ე.წ ლაქშერი ცხოვრების სტილის სტუმრებისათვის ფართოდ გაიღო. წინანდლის მამულების პირვანდელ მფლობელებს პირველობითა და ტრენდული სიახლეებით მათ თანამედროვეობაში ვერავინ გააკვირვებდა - დღეს მათი დანატოვარით მსოფლიოს გაოცებასა და მთელი მსოფლიოდან სტუმრების მოზიდვას Radisson Collection-ის მესვეურები ცდილობენ და ამისთვის ყველა პირობაც აქვთ. ადგილმდებარეობით გამორჩეული უნიკალური სასტუმროს მმართველობა 35 წლიანი სტაჟის მქონე ჰოტელიერს ჩაბარდა, რომელიც ბელგიიდან საქართველოში ერთი წლის წინ სწორედ ამ ულამაზეს და ისტორიულ ადგილში ახალი გამოწვევების დასაძლევად დამკვიდრდა.