მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#საქმიანები - "როცა ეტლით მყარად დგახარ"

BM.GE
01.11.18 10:40
1184
რვა წელი დიდი დროა იმისთვის, რომ იჯდე ეტლში და ელოდო მომენტს, როცა ისევ შეძლებ გავლას ზუსტად ისე, როგორც მთელი 18 წელი დადიოდი, და არაფერი აკეთო, გარდა რუტინული, ყოველდღიური ვარჯიშისა. ვარჯიშის, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - ხელახლა აიდგა ფეხი. ეს მიზანი აქვს შენს მშობლებსაც, მეგობრებსაც და თავად შენც. როგორც რიგითი ჯარისკაცი, ასრულებ ყველა დავალებას, რომელთა დაძლევაც შენი ვალია. რვა წლის თავზე კი ხვდები, რომ ცხოვრებაში სხვა, უკეთესი მიზნებიც არსებობს, ვიდრე, უბრალოდ, სიარულია.- ასე იწყება Forbes Georgiaს Cover სთორის ერთ-ერთი გამორჩეული გმირის ისტორია.