მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#საქმიანები - "რა მოხდა რუისპირში?!"

BM.GE
18.10.18 10:36
1536
საქმიანების რუბრიკის გმირი 21-ე საუკუნის საქმიანია ოღონდ ბევრად ადრინდელი საუკუნეების ატრიბუტებით. შვეიცარიაში 8 წლიანი ცხოვრების და მევენახეებთან კომუნიკაციის შემდეგ რუისპირში დაბრუნებულმა გიორგი ალადაშვილმა ხელი ბიოდინამიურ მეურნეობას მიჰყო. მიწას გუთნით ხნავს, ვაზს ბალახეულის ნაყენით მკურნალობს და ხორბლის ქართული ჯიშების დაბრუნებისთვის საკმარისად გაისარჯა. ყურძენი ღამით უნდა დაიკრიფოს, რთველი მის ვენახში ღამის 2 ზე იწყება, მიზეზი ლოგიკურია ამ დროს ნაყოფი ყევლაზე არომატულია. ვენახში სიარული პაპასთან ერთად დაიწყო მაგრამ დღეს მისი მეთოდები წინაპრებისას ერთი ერთი სულაც არ ემთხვევა მაგრამ არც იმას უარყოფს რომ მთავრის განლაგება მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოა.


გიორგი ალადაშვილი, ბიომეურნე