მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#საქმიანები - პური და ღვინო

BM.GE
15.11.18 11:24
1544
წლების წინ როცა #საქმიანების დღევანდელი გმირი საქართველოს ფარგლებს გარეთ ოჯახთან ერთად საცხოვრებლად პირველად აღმოჩნდა ნოსტალგია იმდენად ძლიერი იყო რომ ცხოვრება გადაბმულად სიცხიანს უწევდა და სწორედ ეს გახდა ერთ ერთი მიზეზი უკან საქართველოში მალე დაბრუნებისა. მას შემდეგ საქართველოს ტერიტორია ბევრჯერ დატოვა და ამ სიარულ სიარულში კიდევ უფრო მეტი ისწავლა, მათ შორის იმ ქვეყანაზე რომელთან განშორებამაც ბავშვობაში ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნა. მოკლედ სიარულის ტემპებს და მასშტაბებს არ უჩივის, მაგრამ ჩანთის ჩალაგებება ამოლაგების სერიებიდან ერთი მაინც განსაკუთრებული იყო. ერთ დღესაც ნოდარ ლატიბაშვილმა ფერმერობა გადაწყვიტა, თბილისიდან აიბარგა, საგარეჯოში გადაცხოვრდა და ნამჯის სახლის მშენებლობა დაიწყო. ფერმერის ეს გადაწყვეტილება ტურიზმისკენ ნაბიჯი გახდა. სახლი აშენებულია, თხილი და შვრია გაშენებული, ამ სეზონის ვენახის მოსავალი დაწურული, ძველი ქართული ჯიშის ხორბალი მოყვანილი და საქმიანების რუბრიკაში მის შესახებ ისტორიაც გადაღებული.