11.თებერვალი.2019 14:37
საქმის კურსი

საპენსიო რეფორმის ალტერნატივა - ნაცვლიშვილის კანონპროექტი

უმრავლესობის დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი დღეს “დაგროვებითი პენსიის შესახებ“ პარლამენტში კანონპროექტს წარადგენს. ევროპული საქართველო კი რეფორმის შეჩერებას ითხოვს. რაც შეეხება ნაცვლიშვილის კანონპროექტს, ის თანხის გადანაწილებას სოლიდარობის პრინციპის საფუძველზე გულისხმობს, სადაც დაბალშემოსავლიანები მიიღებენ პროპორციულად მაღალ საპენსიო სარგებელს. ასევე, ნაცვლიშვილის თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, მძიმე და მავნე პირობებში დასაქმებულებს ექნებათ საშუალება, ხუთი წლით ადრე გავიდნენ პენსიაზე. როგორც ნაცვლიშვილი აცხადებს, თუ მმართველი გუნდი აღნიშნულ რეფორმას მხარს არ დაუჭერს, ის პარტიას დატოვებს.