13.ივნისი.2018 17:01
საქმის კურსი

საპენსიო რეფორმა - ალტერნატიული კანონი

“დღევანდელი ასაკობრივი პენსია უფრო სოციალური დახმარების ხასიათს ატარებს, ვიდრე პენსიისას, რადგან იგი ერთი მხრივ, საპენსიო შენატანებით არ ფინანსდება, მეორე მხრივ კი, არ ითვალისწინებს სტაჟს, დამსახურებას და სპეციალურ გარემოებებს”, - ეს არის ამონარიდი კანონპროექტიდან, რომელიც საპარლამენტო ფრაქციამ “ქართული ოცნება-სოციალ დემოკრატები” მოამზადა, როგორც მთავრობის მიერ წარმოდგენილი საპენსიო რეფორმის ალტერნატივა. რეფორმის ამ ვერსიის მთავარი განმასხვავებელი და ამოსავალი არის თაობათა შორის სოლიდარობის პრინციპის დანერგვა. რას ითვალისწინებს ეს პრონციპი და რა შანსები აქვს ამ კანონპროექტს მხარდაჭერისთვის იმ პირობებში, როცა მთავრობის მიერ დაწერილმა “დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონის პროექტმა ჯერ პირველი მოსმენით კენჭისყრამდეც ვერ მიაღწია.

სტუმარი: ბექა ნაცვლიშვილი - “ქართული ოცნება- სოციალ-დემოკრატები “