მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქციები მობილური ოპერატორებისთვის

BM.GE
16.03.18 16:57
2027
ჯეოსელმა და მაგთიმ კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან გაფრთხილება მიიღო. ჯეოსელს 21 წლის იუბილემ ვერ უშველა. იურისტის თხოვნა, დაბადების დღე გაეთვალისწინებინათ და კომპანიის წინააღმდეგ სანქცია არ გამოეყენებინათ, უშედეგო აღმოჩნდა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრები თხოვნამ გაახალისა, თუმცა ვერდიქტი ცალსახა იყო. ,,ჯეოსელმაც“ და ,,მაგთიმაც“ კანონი დაარღვიეს, ამიტომ მათ წინააღმდეგ კანონით გათვალისწინებული სანქცია ამოქმედდა. პირველ ჯერზე გაფრთხილება, თუმცა თუ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მათი მხრიდან რაიმე დარღვევა კიდევ დაფიქსირდა, კომპანიებს უკვე ფინანსური სანქციები ელით.