მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მომარაგდება მოსახლეობა შეშით?

BM.GE
14.12.18 14:23
1104
ტყის ახალი კოდექსი მოსახლეობას შეშის მომარაგების სრულიად ახალ სქემას სთავაზობს. მართალია, კოდექსის ეს მასშტაბური ცვლილებები საკანონმდებლო ორგანოში რეგისტრირებული არ არის, (1 კადრ) თუმცა როგორც ჩვენთან საუბრისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, დოკუმენტი მალე გასაჯაროვდება. მოსახლეობამ კი უნდა გაითვალისწინოს, რომ თუ აქამდე ისინი ე.წ საბილეთო სისტემით, ხე-ტყის განსაზღვრულ მოცულობას ჭრიდნენ, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან, როცა კოდექსს პარლამენტი მიიღებს, ეს სისტემა შეიცვლება. კერძოდ, სატყეო სააგენტოს მეთვალყურეობით, მოსახლეობის კონკრეტული ჯგუფები მოჭრიან შეშას, მიიტანენ სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, საიდანაც მოსახლეობა ამ რესურსს შეიძენს.